განადგურებული ქალაქები, სამარხები ბუჩაში – ეს ტრაგედიაა, რომლის გადომცემაც რთულია – სანდუ

“დღეს მე უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის მოწვევით ვიმყოფები. ვიზიტი კიევის რეგიონში განადგურებული ქალაქების ნახვით დავიწყეთ. საკუთარი თვალით ვნახე რუსეთის არმიის მიერ ბოროდიანკასა და ირპენში გადამწყვარი სახლები, საავადმყოფოები, მაღაზიები და საბავშვო ბაღები. ვნახეთ მასობრივი სამარხები ბუჩაში. ეს ტრაგედიაა, რომლის სიტყვებით გადმოცემაც ძალიან რთულია.

ოთხი თვეა, უკრაინა, ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა, ცხოვრობს ომში. მოლდოვის რესპუბლიკა პირველივე დღიდან გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გააკეთონ ყველაფერი, რაღა აღდგეს მშვიდობა და გამოძიებული გახდეს ის გაუმართლებელი დანაშაულები, რომელიც კონფლიქტის დროს ჩაიდინეს. ჩვენ მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომელბიც მათი და ევროპის თავისუფლებისთვის იბრძვიან. უკრაინის მომავალი თავისუფალ მსოფლიოში, დიდ ევროპულ ოჯახშია” – მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ვიზიტის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა საქართველოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ახორციელებს – ჩიხელიძე
შემდეგი სტატიამარიუპოლის მოსახლეობას გამოსაკვებად “მტრედებზე ნადირობას აიძულებენ” – ბოიჩენკო