“განაჩენი ადასტურებს, რომ გამოძიებამ სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირები სრულად ვერ გამოავლინა”

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების საქმის მასალებს სახალხო დამცველი შეისწავლის. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ განაცხადა. სახალხო დამცველის განცხადებით სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს გამოძიების პროცესში წარმოქმნილ ეჭვებს.
„გამოტანილი განაჩენი ადასტურებს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ წარმოშობილ ეჭვებს, რომ გამოძიებამ გარდაცვლილი სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირები სრულად ვერ გამოავლინა,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზაზა სარალიძემ არაერთხელ დააყენა ეჭვქვეშ გამოძიების მსვლელობა, მის კითხვებთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა.
სახალხო დამცველს კითხვები აქვს დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიებასთან დაკავშირებით. ნინო ლომჯარია ინტერესდება რამდენად სრულყოფილია ამ მუხლით ბრალდებული პირების სია. სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სხვა პირთა მიმართ.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე : ხორავაზე მოკლული მოზარდების საქმეში მთავარი პროკურატურისა და სასამართლო სისტემის სრული ჩავარდნაა
შემდეგი სტატია“სასამართლომ დღეს განაჩენი გამოუტანა პროკურატურის მიერ არასწორად და არაკომპეტენტურად ჩატარებულ გამოძიებას” – ნაცვლიშვილი