“განა ჩვენ თქვენთან ერთად უნდა ვიმაიმუნოთ?” – პუტინი განმარტავს რატომ არ გაიკეთა ვაქცინა საჯაროდ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განმარტა, თუ რატომ არ გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კამერების თანდასწრებით.

“განა ჩვენ თქვენთან ერთად უნდა ვიმაიმუნოთ, აუცილებლად ისე გავაკეთოთ, როგორც ამას ვიღაც სადღაც აკეთებს? ალბათ, არა. ვინმეს ასეთ დონეზე თუ მოუნდება ფალსიფიცირება, ვინმეს მოტყუება, ამის გაკეთება ძნელი არ იქნება. შესაძლებელია ამ ნემსის ჩვენება, სინამდვილეში კი გაიკეთონ ფიზიოლოგიური ხსნარი, ან რაც გნებავთ, კეფირი, ან თუნდაც ფორთოხლის წვენი. ვხუმრობ, რა თქმა უნდა, უბრალოდ რაიმე ვიტამინი. ეს არასერიოზულია, ჩემი შეხედულებით, – განაცხადა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიკრისტიან დანიელსონი ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება
შემდეგი სტატიალაგოდეხში, ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი გარდაიცვალა