გამთენიისას თბილისში “ჯეოსელის” ოფისი გაქურდეს – წაღებულია მობილური ტელეფონები

გამთენიისას თბილისში “ჯეოსელის” ოფისი გაქურდეს. შემთხვევა მარჯანიშვილზე, ერთ-ერთ ფილიალში მოხდა. დამნაშავებმა შენობაში შესვლა ცენტრალური კარიდან მოახერხეს, წაღებულია მობილური ტელეფონები.

ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. როგორც ,,თაიმერს” შსს-ში განუცხადეს მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლით რაც ქურდობას გულისხმობს.

,,თაიმერის” ინფორმაციით სავარაუდოდ დამნაშავეები არასრულწლოვანები არიან.

 

 

banner
წინა სტატიაშიშსს-ში გამომძიებლების ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი ტარდება
შემდეგი სტატიააფეთქებისას დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია