გამთენიისას შსს-მ 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავა

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, მარიამ მეყანწიშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ღურწკაია და გიორგი ტალახაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის, აქტივისტების დაკავებას არ ადასტურებენ, თუმცა, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ყველა მათგანი გამთენიისას დააკავეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარიამ მეყანწიშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

დააკავეს დავით ღურწკაია

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა
შემდეგი სტატიატრამპი-პუტინის შეხვედრის ჩანიშნვა უნგრეთში ზელენსკისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა