სახალხო პროტესტის მე – 9 დილა – აქცია პარლამენტთან რამდენიმე საათის წინ დასრულდა. აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ გამთენიისას „რედისონთან“ დააკავა – მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებს მოუწოდეს, ჩაექროთ ცეცხლი, რათა დასუფთავების სამსახურს ადგილზე მუშაობა დაეწყო, თუმცა შეთანხმების მიუხედავად მათ აქციის ორი მონაწილის დაკავება დაიწყეს, რის გამოც ვითარება გამწვავდა. ივანიშვილის პოლიციამ ასევე პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა ონლაინ – გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტებს, რომლებიც ამ ყველაფრის გადაღებას ცდილობდნენ და მათთვის ტელეფონის წართმევაც სცადეს.