“გამსხვილდეს მაჟორიტარული ოლქები და გადავიდეთ სამმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე” – დავით ბაქრაძე

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 16, 2018 13:54

“გამსხვილდეს მაჟორიტარული ოლქები და გადავიდეთ სამმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე” – დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ახალ ინიციატივაზე ისაუბრა. პარტიის მიერ შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, უნდა გამსხვილდეს მაჟორიტარული ოლქები და სამ მანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე მოხდეს გადასვლა.

დავით ბაქრაძის შეფასებით, არსებული საარჩევნო სისტემა უსამართლოა და ხალხის განწყობას არ ასახავს, ამიტომ ცვლილება საჭიროა. „ევროპული საქართველოს“
ლიდერი ოპოზიციურ პარტიებს კონსულტაციებს სთავაზობს.

„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირების დროს უარი განაცხადა 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლაზე და დარჩა სისტემა, რომელიც თავისი შინაარსით არის სრულიად უსამართლო. დღევანდელ სისტემაში პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიაქვს ყველა მაჟორიტარის ხმა. სწორედ ამის შედეგია მაგალითად ის, რომ 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმების 48%, მაგრამ პარლამენტში აქვს მანდატების 78%. არსებული სისტემა ხალხის განწყობას ვერ ასახავს. ჩვენ გამოვდივართ შემდეგი ცვლილების ინიციატივით – გამსხვილდეს მაჟორიტარული ოლქები და გადავიდეთ ერთმანდატიანის ნაცვლად, სამ მანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე. ეს ნიშნავს, რომ პირველ ადგილზე გასულ პარტიას ექნება მაჟორიტარული მანდატების 1/3, მაჟორიტარული მანდატების 1/3-ს ავტომატურად წაიღებს ოპოზიცია და მეორე ადგილზე გასული პარტია, ხოლო დარჩენილი 1/3 გადანაწილდება შეთანხმებული ფორმულის მიხედვით,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 16, 2018 13:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,029
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics