გამსახურდია: ცოტნეს გამოჯანმრთელების პროცესი ნელა, მაგრამ საიმედოდ წინ მიდის

“გამოჯანმრთელების პროცესი ნელა, მაგრამ საიმედოდ წინ მიდის” -საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია ცოტნე გამსახურდიას დაბადების დღეს ულოცავს და ჰაიდელბერგის შმიდერის კლინიკაში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

“გერმანელი ექიმები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან… ეს ფოტოც, რომელიც რამდენიმე დღის წინაა გადაღებული, ამაზე მეტყველებს. გამოჯანმრთელების პროცესი ბოლომდე მივა. საქართველოს საელჩო გერმანიაში ახორციელებს ყოველდღიურ მონიტორინგს. დაფინანსება არ შეწყვეტილა და არც შეწყდება” – წერს გამსახურდია.

დღეს ცოტნეს დაბადების დღეა. ვულოცავთ!

უჩვეულო პირობებში ხვდება ამ თარიღს, ჰაიდელბერგის შმიდერის კლინიკაში. გერმანელი ექიმები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან, გამოჯანმრთელების პროცესი ნელა, მაგრამ საიმედოდ წინ მიდის. ეს ფოტოც, რომელიც რამოდენიმე დღის წინაა გადაღებული, ამაზე მეტყველებს.

რეაბილიტაციის პროცესი ბოლომდე მივა. საქართველოს საელჩო გერმანიაში ახორციელებს ყოველდღიურ მონიტორინგს. დაფინანსება არ შეწყვეტილა და არც შეწყდება.

banner
წინა სტატიაშინინია კაკაბაძე: ქართულ ოცნებას ზიზღის გარდა სხვა მესიჯი საკუთარი ამომრჩევლებისთვის არ გააჩნია
შემდეგი სტატიანათელაშვილი მთავრობას: კაცებს ეროვნული ფუნქციის შესრულებისთვის საწოლში სსკ-ს უდებთ?