,,გამოვრთე დილით „რუსთავი 2“ მაგრამ არაფერი არ შეცვლილა, ისევ უბედურებაა საქართველოში”

გამოვრთე დილით „რუსთავი 2“ მაგრამ არაფერი არ შეცვლილა, ისევ უბედურებაა საქართველოში – ამის შესახებ განცხადება ბაჩუკი ქარდავამ ბიძინა ივანიშვილის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ თუ “რუსთავი 2” ერთი დღე გაითიშება საზოგადოება დაინახავს, რომ ყველაფერი კარგად არის.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ტონში ისმოდა მუქარა თუმცა რეალურად მას აღარ შერჩა ამის რესურსი და მისი რეალური სახე საზოგადოებამ კარგად დაინახა.

„იყო მუქარის შემცვლელი მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილს რაიმე მუქარის განხორციელების უკვე ძალა და რესურსი გააჩნია. ეს მას გუშინ სახეზე ეწერა. უბრალოდ მან ნიღაბი ჩამოიხსნა და გაშიშვლებულია. მან ქართველი ხალხს დაანახა თავისი რეალური სახე, რომ უნიათობასთან ერთად, არის სახიფათოც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. გამოვრთე დილით “რუსთავი 2,” მაგრამ არაფერი არ შეცვლილა, ისევ უბედურებაა საქართველოში,“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება ”შენების მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატიც. დავით უსუფაშვილის განცხადებით ივანიშვილი ხედავს პრობლემებს მაგრამ ვერ ხედავს გამოსავალს და ამიტომ ცდილობს მიჩქმალოს ისინი.

„მან განაცხადა, რომ ქვეყანას მართავს „რუსთავი 2“ და ეს ჩემთვის როგორც ოპოზიციონერისთვის ნიშნავს, რომ “რუსთავი 2”-ის გადადგომა უნდა მოვითხოვო, “რუსთავი 2”-ში უნდა მოვიდე და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოვითხოვო და საერთოდ თქვენთან უნდა გავარკვიო თურმე ყველა საკითხი. ეს სასაცილო არ არის რა თქმა უნდა, ესარის ტრაგიკული,“-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ რომის სტატუტის 20 წლის თავზე ჰააგის სასამართლო თავის მაღალი დონის ღონისძიებას თბილისში ატარებს“
შემდეგი სტატიალევან იზორია: სახლის მშენებლობა დანაზოგით დავიწყე