საქართველოში კორონავირუსის 4 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 519 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 35 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 314 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 687 შემთხვევა, აჭარა – 772, იმერეთი – 618, ქვემო ქართლი – 202, შიდა ქართლი – 175, გურია – 129, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 247, კახეთი – 317, მცხეთა-მთიანეთი -59, სამცხე-ჯავახეთი – 88, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.