გამოვლენილია 50 487 კგ. ქათმის გაყინული ხორცის მიკრობიოლოგიური დაბინძურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში – “სარფი“ და “ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, უფლებამოსილი პირების მიერ, შეჩერებული იქნა 50 487 კგ. ქათმის გაყინული ხორცით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული ტვირთის შემოწმების შედეგად ტრანსპორტირების პირობების უხეში დარღვევა და პროდუქციის მიკრობიოლოგიური დაბინძურება გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის #463 დადგენილების შესაბამისად, პროდუქცია ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

banner
წინა სტატიაშიმძიმე დიაგნოზის მქონე ევა შაშიაშვილი და კიდევ 12 ბრალდებული კვლავ პატიმრობაში რჩებიან
შემდეგი სტატია2026 წლის 1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან