“გამოვხატე მოლდოვის სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ” | მაია სანდუ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა

მოლდოვის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ამის შესახებ მაია სანდუმ სოციალურ ქსელში დაწერა.

“ახლახან ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს. გამოვხატე მოლდოვის სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და ჩემი პირადი აღფრთოვანება მათ გამბედაობაზე, დემოკრატიისა და ევროპული გზის დასაცავად.

მოლდოველებსა და ქართველებს აქვთ იგივე მისწრაფება მშვიდობიანი, აყვავებული მომავლისკენ ევროკავშირში,” – წერს მაია სანდუ.

banner
წინა სტატიაშიპაატა დავითაია: მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაწყვეტა არის დარტყმა იმ ყველაფერზე, რაც წლების განმავლობაში შენდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით
შემდეგი სტატია„ეროვნული დაუმორჩილებაა ამ მძიმე სიტუაციიდან გამოსვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა“ პარტიის „ჩვენ“ თანათავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე