გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა გავზარდოთ მათი ანგარიშვალდებულება, ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი X-ზე წერს.
“აშშ მკაცრად გმობს “ქართული ოცნების” სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა გავზარდოთ მათი ანგარიშვალდებულება, ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიას”, – წერს მეთიუ მილერი.