“გამოვდივარ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით” -მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელი

“გამოვდივარ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით,” – ამის შესახებ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელი ქსელში წერს.

“გამოვდივარ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდ შეშფოთებას იწვევს. ვიმეორებ, რომ საქართველოს მთავრობამ უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, ვინც უკანონოდ იქნა დაპატიმრებული ან დაკავებული.

დემონსტრაციებზე მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმის ფაქტები უნდა გამოიძიონ და ჩამდენებმა პასუხი აგონ…”, – წერია პოსტში.

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 12 იანვარს “პოლიციელზე თავდასხმის” ბრალდებით დააკავეს. ის საპატიმროში, პროტესტის ნიშნად, მე-19 დღეა, შიმშილობს.

banner
წინა სტატიაში“კომიკური იყო “ოცნების” რეაქცია, რომლებმაც პრაქტიკულად გაგდების შემდეგ გამოაცხადეს-ელენე ხოშტარია PACE-ს რეზოლუციაზე
შემდეგი სტატია“ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას”