გამოვაქვეყნებ მონაცემებს დასავლელი დიპლომატების საქმიანობის შესახებ, რომელიც უკვე ფაშიზმს ჰგავს – ლუკაშენკო

ბელარუსის არაღიარებული პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში დასავლელი დიპლომატების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას გეგმავს.

მისი თქმით, დიპლომატების საქმიანობა „ფაშიზმის მსგავსია“.

„ოდესმე ამას გავაკეთებ. ჩვენ შევაჯამებთ ყველაფერს დოკუმენტურად და გეტყვით, თუ რას აკეთებენ ისინი აქ. ვითარება შეგაშინებთ, ისინი ნაცისტებიც კი აღარ არიან, უკვე ფაშიზმს ჰგავს, რასაც აკეთებენ აქ, ბელარუსში. ეს უკვე ჩანს ამ სანქციებისა და ბელარუსზე ზეწოლის სახით“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – მიწის სისტემური რეგისტრაცია არის სრულიად უფასო, მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება და შედეგად გვექნება ქვეყნის ერთიანი, ზუსტი, კადასტრული და სამართლებრივი რუკა
შემდეგი სტატიარუსებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – არიან დაღუპულები და დაშვებულები