გამოუძიებელი საქმეები – ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა პრემიერს წერილით მიმართავენ

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე დღეს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართავენ. ისინი მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
მათი სურვილია შეხვედრაზე გახმაურებული საქმეები განიხიულონ, რომლებზეც დაზარალებულებს საგამოძიებო უწყებებიდან ამ დრომდე პასუხი არ აქვთ.

„საქმის მასალებს, რომელიც რეგისტრაციიდან დღემდე შემოვიდა ჩვენთან მივიტანთ სახელმწიფო კანცელარიაში. ეს ადამიანები ითხოვენ დასჯას ყველა იმ პირის, ვისი მხრიდანაც ისინი არიან სისტემის მსხვერპლები.

გვაქვს მოლოდინი, რომ სახელმწიფოს მაღალი პირების ჩართულობის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის ჩართულობის შემთხვევაში და მთავარი პროკურორის ჩართულობის შემთხვევაში, ამ საქმეებზე იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული,“-აცხადებს ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა.

ზვიად კუპრავამ და ზაზა სარალიძემ გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებით მოქალაქეთა განაცხადების მიღება, გასულ კვირას დაიწყეს.

banner
წინა სტატიაშიშავ ზღვაში ორი მოქალაქე დაიხრჩო
შემდეგი სტატიაპროკურორ მილენა მითაიშვილს ბინის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ