გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმისას ბარაკ ობამამ ცრემლი ვერ შეიკავა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ამერიკელებს დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდა, გამოსვლის ბოლოს მან ცრემლის შეკავება ვერ შეძლო.
გამოსვლაში, მან რასიზმს და ეკონომიკურ უთანასწორობას აშშ-ს დემოკრატიის მთავარი საფრთხეები უწოდა, ასევე, ერთ-ერთ საფრთხედ ის პოლიტიკოსების მიერ ფაქტების ტენდენციურ შეკრებას მიიჩნევს, როცა აზრი “რაღაც საერთო ამომავალ ფაქტებს ეყრდნობა”.
მსგავსი სიტუაციის მაგალითად მან კლიმატის ცვილილების პრობლემა მოიყვანა, რომელზეც მისი ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობდა და რომლისადმი დონალდ ტრამპმა გულგრილობა გამოიჩინა.
“ახლა ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემის უკეთეს მიდგომებზე, მაგრამ პრობლემის უარყოფა არა მხოლოდ მომავალი თაობის ღალატს ნიშნავს, არამედ, თვითონ ინოვაციის და პრობლემის პრაქტიკული გადაჭრის ღალატს, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ ჩვენი დამაარსებლები” – ობამამ თქვა. მან, ასევე, აღნიშნა მსოფლიო წესრიგის საფრთხეებზე, რომელიც ადამიანის უფლებებზეა დამყარებული და რომელსაც რელიგიური ფანატიკოსები და უცხოელი ავტოკრატები საფრთხეს უქმნიან.

“ისეთი ოპონენტები, როგორიც არიან რუსეთი და ჩინეთი, ვერ შეძლებენ ისეთი გავლენის მიღწევას, თუკი, ჩვენ არ დავთმობთ იმას, რისიც გვჯერა და არ გავხდებით ის დიდი ქვეყანა, რომელიც თავის პატარა მეზობლებს ჩაგრავს” – ხაზი გაუსვა ობამამ.

ბარაკ ობამას გამოსვლა ჩიკაგოში, კონგრეს-ცენტრ “მაკორმირკ-პლეისში” მოხდა. მას სურდა იქ ეთქვა გამოსამშვიდობებელი სიტყვა, საიდანაც “ყველაფერი დაიწყო” – ზუსტად აქ იყო ობამა, როცა 2008 წლის არჩევნებში თავისი გამარჯვების შესახებ შეატყობინეს.
პრეზიდენტთან ერთად იყვნენ მიშელ ობამა და ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მეუღლითურთ.
დარბაზში დაახლოებით 20 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი. თავდაპირველად, ღონისძიებაზე ბილეთები უფასოდ დარიგდა, თუმცა, გადამყიდველებში ბილეთის ფასმა ათას დოლარს გადააჭარბა.
ობამამ ცრემლები ვერ შეიკავა, როცა მეუღლეს მიშელ ობამას მიმართა: “უკანასკნელი 25 წლის მანძილზე შენ არა მარტო ჩემი მეუღლე და ჩვენი შვილების დედა იყავი, შენ იყავი ჩემი საუკეთესო მეგობარი… მე ვამაყობ შენით. მთელი ქვეყანა ამაყობს შენით”.

აშშ-ს პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, რომელიც ახლა 55 წლის არის, პოსტზე 2008 წელს აირჩიეს. ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ობამას მიერ მიღებულ ათობით გადაწყვეტილებას გააუქმებს.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული ძეგლების დაზიანების პრაქტიკა შეწყვიტოს
შემდეგი სტატიასესხების ლარიზაციის სქემა 17 იანვრიდან ამოქმედდება – პრემიერი