“გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავთ”- კობახიძის კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარეობაზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის შესაძლოა მომავალი პარლამენტის თავმჯდომარე იყოს არც უარყოფს და არც ადასტურებს. მისი თქმით, გამორიცხული არაფერია, თუმცა კონკრეტულ პასუხი მას შემდეგ იქნება, რაც პოლიტიკური საბჭო ამ საკითხზე იმსჯელებს:
„დღეს ვერაფერს დავადასტურებთ, ჩვენ თავის დროზე ვთქვით, რომ საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით მსჯელობა მეორე ტურის შემდეგ შედგებოდა. დღეს გათენდა არჩევნების მეორე დღე და უახლოეს დღეებში ვიმსჯელებთ. გამორიცხვით ზოგადად ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ კონკრეტულ კომენტარებს გავაკეთებთ მას შემდეგ რაც გვექნება ამ საკითხის განხილვა პოლიტიკური საბჭოს მიერ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა სოფელ კირბალის მკვიდრი დააკავეს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს