გამორიცხულია შიდაპარტიული დაპირისპირება – ამირან გიორგაძე მარნეულში მომხდარზე

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 20, 2017 12:49

გამორიცხულია შიდაპარტიული დაპირისპირება – ამირან გიორგაძე მარნეულში მომხდარზე

მარენეულში, ქართული ოცნების შტაბში სროლის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკითხავთ ის პირები, რომლებიც გუშინ მომხდარ ინციდენტს შეესწრნენ.
„ქართული ოცნების“ წევრებმა მარნეულში საარჩევნო შტაბში შეკრება ცოტა ხნის წინ დაიწყეს. ადგილზე იმყოფება ” ქართული ოცნების” მარნეულის საკრებულოს სიის პირველი ნომერი ამირან გიორგაძე. გიორგაძე მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მომხდარი პარტიის შიდა დაპირისპირებას არ უკავშირდება.

„გამოძიება მიმდინარეობს და გასცემს საბოლოო პასუხს, მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ჩვენ „ქართული ოცნება“ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მშვიდობიან პერიოდში ჩავატაროთ არჩევნები და დანარჩენს გამოძიება გასცემს პასუხს. გამორიცხულია შიდაპარტიული დაპირისპირება, ეს არის გამორიცხული და აბსოლუტური სისულელე,“-განაცხადა ამირან გიორგაძემ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 20, 2017 12:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics