გამორიცხულია რომ ვინმემ ულტიმატუმი დააყენოს მინისტრთა კაბინეტში

ჩემი მართვის სტილი არ არის ის, რომ ვინმემ ულტიმატუმი დააყენოს მინისტრთა კაბინეტში. ეს არის გამორიცხული. შესაბამისად, ეს არის დეზინფორმაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განუცხადა, რომელიც იუსტიციის მინისტრის, თეა წულიკიანის ულტიმატუმს ეხებოდა პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით.

მამუკა ბახტაძის თქმით, აზრთა სხვადასხვაობა და ინტენსიური მსჯელობა ყოველდღიური პროცესია.

„ჩვენ შევედით იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ძალიან კომპლექსურ რეფორმებს და ბუნებრივია, მსჯელობა ამ საკითხების შესახებ, მათ შორის მსჯელობა ინტერნსიური, რომელიც გულისმხობს აზრთა სხვადასხვაობასაც, არის ყოველდღიური პროცესი. მე გავაკეთე განმარტება ამის შესახებ. თქვენ თუ გაქვთ ილუზია, რომ რომელიღაც სამინისტრო რაღაც კანონპროექტს შეიმუშავებს და ის ავტომატურ რეჟიმში გამოდის მთავრობის სხდომაზე და განხილვები არ ხდება, ეს არის ილუზია. ჩვენ ყოველთვის გვაქვს ნებისმიერი საკითხის დეტალური განხილვა. არსებობს აზრთა სხვადასხვაობები და ჩემი, პრემიერ-მინისტრის მოვალეობაა, რომ მოხდეს საუკეთესო ვარიანტზე შეჯერება და მე ამას ყოველთვის უზრუნველვყოფ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიპირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებულ მოზარდს ბრალი წარედგინა
შემდეგი სტატიაშვიდი წლის განმავლობაში სუს-მა რუსეთის ვერცერთი აგენტი ვერ გამოავლინა, რადგან მთელ რესურსს ოპოზიციის წინააღმდეგ ხარჯავს