“გამორიცხული არაა საქმე იქამდე მივიდეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შეიცვალოს”-ირაკლი აბესაძე

საპარლამენტო უმრავლესობაში თვალს ვადევნებთ შიდა ოპონირებასა და კინკლაობას, თუმცა არავინ ოპონირებს ბიძინა ივანიშვილთან, ვინც ქვეყნის განვითარების მთავარი შემაფერხებელია, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განუცხადა.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის, უმრავლესობის ლიდერის თუ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შესაძლო შეცვლას, როგორც აბესაძემ აღნიშნა, ამაზე დაპირისპირებული დეპუტატები ღიად საუბრობენ და გამორიცხული არ არის საქმე აქამდე მივიდეს.

“როგორც კი რაოდენობრივად საკმარისო დეპუტატი შეიკრიბება, ისინი აუცილებლად დასვამენ ირაკლი კობახიძის გადაყენების საკითხს. კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარეობას ნამდვილად არ იმსახურებს, თუმცა პოლიტიკური ოპოზიციისთვის სულ ერთია პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე იქნება თუ “ქართული ოცნების“ რომელიმე სხვა დეპუტატი“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშისაგანგაშო არაფერი არ არის – ანრი ოხანაშვილი ეუთოს უმწვავეს დასკვნაზე
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის კახის რაიონში მცხოვრებ ქართველებთან ორმაგი მოქალაქეობის შესაძლებლობაზე ისაუბრა