გამოქვეყნებული წერილი ადასტურებს, რომ სახეზეა ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები – ზალიკო უდუმაშვილი TBC-ის საქმეზე

შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ბიზნესჯგუფის ხელმძღვანელისთვის გაგზავნილი მუქარის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი ახორციელებს სახელმწიფოს მიტაცების ფართომასშტაბიან კამპანიას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია აბსოლუტურ ნდობას უცხადებს მამუკა ხაზარაძის მტკიცებულებას, რომლებიც დღეს პროკურატურამ გაასაჯაროვა.

,,ამავე დროს, ვაცხადებთ, რომ არანაირი იმედი არ გვაქვს, ამ ხელისუფლების და ამ პროკურატურის პირობებში ამ საქმის გამოძიების. დარწმუნებული ვართ, ახალი ხელისუფლების პირობებში, ყველას მოუწევს პასუხისმგებლობაში მიცემა, ვისაც რაიმე კავშირი აქვს ამ ბინძურ საქმესთან. გამოქვეყნებული წერილი ადასტურებს, რომ სახეზეა ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, არსებობს კიდევ დამატებითი მტკიცებულებები ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ „თიბისი ჯგუფის” საქმეში.

„გარდა თავისუფალი ბიზნესისა, ივანიშვილის თავდასხმის ობიექტია თავისუფალი მედია. წერილის თანახმად, კიდევ ერთხელ იკვეთება, რომ ხელისუფლების სამიზნეა „ ტვ პირველი” და აგრეთვე, ივანიშვილს სურს მთლიანად გააკონტროლოს სრულიად არაპოლიტიკური არხი. ეს არის არხი ,,არტარეა“. ასევე, ამ წერილშივე კარგად ჩანს, რომ ტელეკომპანია „იმედი” „ქართული ოცნების” პოლიტიკური მიზნების მსახურია და იცავს მხოლოდ ივანიშვილის პირად ინტერესებს. ამ წერილით დასტურდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლების არჩეული გზა იყო არათანასწორობაზე დაფუძნებული პოლიტიკური კონკურენცია, არამედ ზეწოლა, დაშინება და შანტაჟი არჩევნების გაყალბების მიზნით, მათ შორის, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიის გამოყენებითაც”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, საჭიროა საზოგადებისა და პოლიტიკური სპექტრის სრული კონსოლიდაცია ფორმულით – „ყველა მინუს ერთი.”

„დღეს მოვისმინეთ უმრავლესობის ლიდერის უპასუხისმგებლო განცხადება, სადაც მან თქვა, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლების მოსვლის დღიდან „რუსთავი 2″ შეუფერხებლად საქმიანობს, ამაზე მე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს ბატონმა არჩილ თალაკვაძემ თვალებში ჩამხედოს მეც და „რუსთავი 2″-ის ათასამდე თანამშრომელს, როდესაც ასეთ უტიფარ ტყუილს ამბობს. მე, როგორც „რუსთავი 2″-ის ყოფილ თანამშრომელს, ძალიან კარგად მახსოვს, როგორ შეტავას ახორციელებდა ივანიშვილის რეჟიმი ტელეკომპანიაზე, თუმცა, მაშინ საზოგადოების აქტიურობის, ჩვენი პარტნიორების და რაც მთავარია, სტრასბურგის სასამართლოს პრინციპული პოზიციის შედეგად, თავისუფალმა სიტყვამ გაიმარჯვა”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გენერალურმა პროკურატურამ დღეს მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა.

banner
წინა სტატიაშიმეათე საუკუნის ქართულმა ეკლესიამ თურქეთის აღმოსავლეთში, ერზრუმში ტურისტების რაოდენობა გაზარდა
შემდეგი სტატიაახალგაზრდა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების შედეგად საკუთარ ძმას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა