„გამოქვეყნდა სამარცხვინო ფალსიფიცირებული ეგზიტპოლები სამივე პოლიტიკური ძალის მიერ” – ნათელაშვილი წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს

„გამოქვეყნდა სამარცხვინო ფალსიფიცირებული ეგზიტპოლები სამივე პოლიტიკური ძალის მიერ, რომელიც ერთი პოლიტიკური მამის შვილები არიან, რომელთა ზნეობა არ იცვლება, რომელთა ღმერთი არის მწვანე დოლარი,“- ეს განცხადება, „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლებს უნდობლობას უცხადებს. ნათელაშვილმა გავლენიან ამერიკულ კვლევით ორგანიზაცია Edison Research-ს უსინდისო უწოდა.

„მინდა სულით და გულით უდიდესი მადლობა გადავუხადო ათეულ ათასობით ამომრჩეველს, რომელიც დღეს მოვიდნენ უბნებზე და მხარი დაგვიჭირეს სრულიად უანგაროდ, ერთი თეთრის გარეშე,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების პირველადი შედეგი ცნობილია. გავლენიანმა კვლევითმა ორგანიზაციამ Edison Research-მა ეგზიტპოლები „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩაატარა.

დღის ოთხი საათისთვის არსებული მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 40-40% აქვთ. პასუხების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

დეტალურად შედეგები ასე გადანაწილდა:

გრიგოლ ვაშაძე – 40%

სალომე ზურაბიშვილი – 40%

დავით ბაქრაძე – 10%

შალვა ნათელაშვილი – 3%

დავით უსუფაშვილი – 2%

ზურაბ ჯაფარიძე – 2%

banner
წინა სტატიაშისაპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები დაახლოებით 02:00 საათისთვის გახდება ცნობილი – ცესკო
შემდეგი სტატიასაპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 46,74 პროცენტი შეადგინა