გამოქვებულთან, სადაც ქრისტე დაიბადა, ათასობით მორწმუნე შეიკრიბა

მორწმუნეების ნაკადი მიემართება ბეთლებში, გამოქვაბულისკენ, სადაც, გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტე დაიბადა. ბეთლემი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზეა გაშენებული – იქ პალესტინის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ფართომასშტაბური დღესასწაული მიმდინარეობს. საშობაოდ შეკრებილი ხალხის სიახლოვეს კიდია ლოზუნგი : “ვილოცოთ თავისუფალი პალესტინისთვის”.
ბეთლემის მერი ანტონ სალმანი დარწმუნებულია, რომ იერუსალიმი პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქი უნდა იყოს. “გააკეთა რა ის, რაც გააკეთა, ტრამპმა შუამავლის პოზიცია დაკარგა. არა მგონია, რომ ამ პოლიტიკით ახლო აღმოსავლეთში შესაძლებელია მშვიდობამ დაისადგუროს ან სამშვიდობო პროცესი აღდგეს” – განაცხადა ქალაქის მერმა – “ამერიკის ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაშიაშშ ფხენიანისგან სტუდენტის სიკვდილის გამო 501 მილიონ დოლარს ითხოვს
შემდეგი სტატიაროგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება