გამონახეთ რამდენიმე წუთი, შეგვხვდით, თქვენი პოზიცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია – გიორგი სააკაშვილის მიმართვა პატრიარქს

მესამე პრეზიდენტის ოჯახი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვედრას კიდევ ერთხელ სთხოვს.

მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი ამბობს, რომ ოჯახისთვის პატრიარქის პოზიციის მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია.

“კათოლიკოს-პატრიარქი არის საკმაოდ დაკავებული ადამიანი, მაგრამ კიდევ ერთხელ მეძლევა საშუალება მივმართო, გამონახეთ რამდენიმე წუთი, შეგვხვდით, დაგველაპარაკეთ და გვითხარით თქვენი პოზიცია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ოჯახისთვის”, – ამბობს გიორგი სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშინატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი – პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს მივაწოდე ინფორმაცია საქართველოსადმი ნატო-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის შესახებ
შემდეგი სტატიაბუჩას მერიამ ბაღის მშენებლობის ნებართვა ოფიციალურად მოგვცა! – გიგა მაქარაშვილი