გამომსვლელთა უმრავლესობა თვითონ იყო ფეიკის შემქმნელი – კობახიძე ევროპარლამენტის დებატებზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, ევროპარლამენტში გუშინ გამართულ დებატებზე გამოსული ევროპარლამენტარების უმრავლესობა “ფეიკის” შემქმნელია.

მისი თქმით, ასეთია 7-8 ევროპარლამენტარი, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობასთან არიან კავშირში”.

“ვინც გამოდიოდა იმ ადამიანების უმრავლესობა თვითონ იყო ფეიკის შემქმნელი და არა მსხვერპლი, ეს რომ დავაზუსტოთ. სადღაც 7-8 კაცი გამოვიდა, მათი უმრავლესობა თვითონ იყო ფეიკის შემქმნელი. ინტერესი არის მარტივი, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე რაზე, რომ ეს ადამიანები არიან ნაცმოძრაობის ლობისტები, თუმცა სინამდვილეში, ისინი არიან ნაცმოძრაობის ლობისტები, თუ პირიქით, ესენი არიან იმათი აგენტები, თუ ორივე ერთი ვიღაცის აგენტია, მე არ ვიცი, ამაში ვერ შევალ დეტალებში, მაგრამ ფაქტია არსებობს ძალიან მჭიდრო კავშირი ამ ორ სუბიექტს შორის, ანუ ნაცმოძრაობა და იქით 7-8 ევროპარლამენტარი, ამიტომ ქმნიან ისინი ამ ფეიკებს”, – თქვა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიიმდენად მასშტაბურია ეს პრობლემა, ეხება 400-მდე თანამშრომელს, რომ ვფიქრობ, რომ ეს უკვე არის სახელმწიფოს პრობლემაც – ლომჯარია “ბორჯომის” გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა
შემდეგი სტატიაკონკურენციის და ანტიდემპინგის საკითხებზე დასავლეთ საქართველოში ბიზნესს სექტორთან შეხვედრები მიმდინარეობს