გამომძიებლის მიერ დაწერილი დახასიათება მერაბ კოსტავას საქმიდან

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიდერის მერაბ კოსტავას საქმეში დევს გამომძიებლის მიერ დაწერილი დახასიათება, რომელსაც სოციალურ ქსელში ოთარ კახიძე აქვეყნებს:

“კეთილი, სამართლიანი, გულისხმიერი, არაქედმაღალი, მორწმუნე, ცოტა ჯიუტი, რომლის გადარწმუნებაც რთულია.

ბევრს კითხულობს, უყვარს კლასიკური მუსიკა, მღერის საოპერო არიებს. ზედმიწევნით კარგად იცის ისტორია.

შეუძლია პატიმრებზე ზეგავლენის მოხდენა. არავის ენდობა. სარგებლობს პატივისცემით. შეუძლია აღელვებული პატიმრის დამშვიდება.

არ აღიარებს დანაშაულს.

დანიშნული მკურნალობის მიმართ დაუმორჩილებელია. იტანს შიმშილს. იწონის 67 კგ. წამოგება ადვილია, თუნდაც სხვის დასაცავად ან ბუნტის დროს.“​

ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის მერაბ კოსტავა არაერთგზის იყო დაპატიმრებული და ციხეში რამდენიმე წლის გატარება მოუწია. ის 32 წლის წინ ავტოავარიაში დაიღუპა.

საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაბოკერია: უცნობის კონტრაქციის უკან არა, ამის წინ, უკან და შუაში, ყველგან ვხედავ ქართულ ოცნებას ამ ღირებულებების ადამიანებს