გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, შეუძლოდ გახდა.   ჩოლოიანი ამ დროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იმყოფებოდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მარიანა ჩოლოიანის დაკავების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ჩოლოიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/TvMtavari/videos/1267040896818716/?t=37″ width=”400″ height=”400″ onlyvideo=”0″]

banner
წინა სტატიაში15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს
შემდეგი სტატიათბილისის მწვანე სკოლა: უდიდეს მწუხარებას და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო