გამომცემლობამ ვუდი ალენს წიგნის დაბეჭდვაზე უარი უთხრა პედოფილიის ბრალდების გამო

აშშ-ს რამდენიმე მსხვილმა გამომცემლობამ რეჟისორ ვუდი ალენს უარი უთხრა წიგნის დაბეჭდვაზე. როგორც The New York Times-ი წერს, უარის მიზეზი პედოფილიის შესახებ ბრალდებაა. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული რეჟისორის კარიერა პრაქტიკულად გაანადგურა იმის შესახებ განცხადებამ, რომ თითქმის სამი ათეული წლის წინ ის თავის 7 წლის გერ დილან ფერროუზე სექსუალურად ძალადობდა. ვუდი ალენი ამ ბრალდებას ყოველთვის უარყოფდა. ზოგიერთმა გამოცემამ ხელნაწერის წაკითხვაზეც კი უარი თქვა. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ალენი კულტურის სფეროში მნიშვნელოვანი ფიგურაა, გამოცემის შემდეგ ფინანსური რისკი საკმაოდ მაღალია.

banner
წინა სტატიაშიდე-ფაქტო აფხაზეთში 6 მაისიდან იმ დანაზოგის გაცემა დაიწყება, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტომდე შემნახველ სალაროებში ჰქონდათ
შემდეგი სტატია„მე მინდა, რომ დედიკომ იცოცხლოს!“