გამოკვლევა: ბავშვიანი ადამიანები უფრო მეტ ხანს ცოცხლობენ, ვიდრე ბავშვების გარეშე

ადამიანები, რომელთაც შვილები ყავთ, უფრო მეტ ხანს ცოცხლობენ – შვედმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომლებიც ნახევარ მილიონ ადამიანს აკვირდებოდნენ. მკვლევარებმა ქალებისა და მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა 1911-1925 წლებში დაბადებულების მაგალითზე შეისწავლეს მაშინ, როცა ისინი 60 წლისები იყვნენ. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვისაც ერთი ბავშვი მაინც ყავდა, მეტ ხანს ცოცხლობდა ვიდრე ისინი, ვისაც არ ყავდა.
“60 წლის ასაკში სიცოცხლის ხანგრძლივობის სხვაობა მამაკაცებში 2 წელია, ქალებში კი წელიწადნახევარი” – ნათქვამია გამოკვლევაში, რომელიც გამოცემა Journal of Epidemiology & Community Health-ში დაიბეჭდა.

banner
წინა სტატიაშიევროსასამართლომ სამსახურებში ხიჯაბის აკრძალვა კანონიერად ცნო
შემდეგი სტატიატრამპი ერთი წლის ხელფასს ქველმოქმედებაში გადარიცხავს