გამოკითხვის შედეგად ბრიტანელების უმეტესობას ევროკავშირის დატოვება სურთ

საზოგადოებრივი აზრი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას ემხობა – ასეთია სატელეფონო გამოკითხვის შედეგები, რომელიც კომპანია ICM-მა The Guardian-ის დაკვეთით შეასრულა.
მკვლევარებმა შედეგები რამდენიმე ხნის წინ ჩატარებულ ინტერნეტ-გამოკითხვას შეადარეს.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 1000 ადამიანმა. თავდაპირველად რესპოდენტს შეთავაზებულ შეკითხვაზე სამი შესაძლო პასუხიდან ერთი უნდა აერჩია – “კი”, “არა”, “ჯერჯერობით არ ვიცი”. შემდეგ კი მკვლევარებმა დატოვეს მხოლოდ ორი პასუხი – “კი” და “არა”.
ინტერნეტ და სატელეფონო გამოკითხვისას, სოციოლოგებმა, ფაქტობრივად ერთიდაგივე შედეგი მიიღეს – წინააღმდეგი – 42-44%, ჯერ არ იციან – 9-დან 13%. ერთნაირი გამოდგა ასევე პასუხი შეკითხვაზე “კი” – 52 %.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 23 ივნისს უნდა გაიმართოს.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი: თუკი გერმანია სომხების გენოციდს აღიარებს, ბერლინთან ურთიერთობა დაიძაბება
შემდეგი სტატია(video) ეს ქალი სტრასბურგში როგორ მუშაობდა, ვერაფრით ვხვდები – ნიკა გვარამია თეა წულუკიანზე