გამოკითხვა: რუსები ფასის მკვეთრ დაცემას ელოდებიან

გამოკითხვა: რუსები ფასის მკვეთრ დაცემას ელოდებიან

17რუსები მიმდინარე წელს ფასების მომატებას ელოდებიან, ნათქვამია ყოველთვიურ გამოკითხვაში, რომელიც ბანკი “რასიას” დაკვეთით ტარდება.
რესპოდენტების 21%-მა განაცხადა, რომ უახლოესი 6 თვის მანძილზე ინფლაციის დონის მატებაა მოსალოდნელი – ერთი თვის წინ ფასების ზრდას გამოკითხულთა 18% ელოდებოდა.
რესპოდენტებს ასევე სთხოვეს მათი აზრი დაეფიქსირებინათ ინფლაციის შესაძლო მაჩვენებელთან დაკავშირებით, რომლის საშუალო დონე 16,7% გახდა.
მათი ვარაუდი როსსტატისტიკის მაჩვენებელზე მაღალია. ყოველკვირეული მონაცემებით, იანვარში ინფლაცია, 2014 წლის დეკემბრის შემდეგ, პირველად დავარდა 10%-ზე დაბლა. გასული წლის მონაცემებით, რუსეთში ფასები 12,9%-ით გაიზარდა.
ცენტრალური ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წელს ფასები 5,5-6%-ით გაიზრდება იმის მიხედვით, თუ რა ფასი ექნება ნავთობს.

საშუალოდ, მოსახლეობამ ინფლაცია 20,5%-ით შეაფასა.
გამოკითხვის მონაწილეები შეშფოთებას გამოთქვამდნენ ხილის, ბოსტნეულის, ყველის, ძეხვეულის და საკონდიტრო ნაწარმზე ფასის მატების გამო. მათ, ასევე აღელვებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასის ზრდა.
რესპოდენტების 90% ჯავრობს იმაზე, რომ მათი შემოსავალი ფასის მატებასთან მიმართებაში არ იზრდება. ბევრი მათგანი სამომავლოდაც შემოსავლების გაზრდას არ ელოდება.

banner
წინა სტატიაშიგოკა გაბაშვილი: ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, მას მართავს პირი, რომელიც მხოლოდ თავის ინტერესებს პატრონობს
შემდეგი სტატია“ეს არ არის დავა მხოლოდ მოწილეებს შორის”- თაკო ფხაკაძე “მაესტროს” სკანდალზე (ვიდეო)