გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, პარლამენტის წევრთა 30%-ს ქალები უნდა შეადგენდნენ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ის გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოს პარლამენტის წევრთა 30%-ს ქალები უნდა შეადგენდნენ.

კითხვაზე – როგორი იქნებოდა ქალი და კაცი პარლამენტარების საუკეთესო გადანაწილება პარლამენტში? – პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: 10% ქალი, 90% კაცი – მისაღებია გამოკითხულთა 14%-სთვის; 30% ქალი, 70% კაცი მისაღებია – 39%-სთვის; 50% ქალი, 50% კაცი – 35%-სთვის; 30% კაცი, 70% ქალი – 2%-სთვის.

კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბერიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, 3 141 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა.

კვლევის ცდომილების საშუალო ზღვარი არის ±1,8%.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებით მეტ სარგებელს მიიღებს
შემდეგი სტატიამკვლელობა თბილისში – გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი