გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი

NDI: „ევრაზიულ კავშირში“ საქართველოს შესვლას ყველაზე მეტი მომხრე გორში, ხოლო ყველაზე ნაკლები - ზუგდიდში ჰყავს

NDI-მ პოლიტიკური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC– საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი.

კითხვაზე – ვინ არიან თქვენი მაჟორიტარი დეპუტატები, სწორი პასუხი გამოკითხულთა 34 პროცენტმა გასცა. შკითხვაზე “არ ვიცი” უპასუხა კვლევის მონაწილეთა 58 პროცენტმა, კიდევ 11-მა პროცენტმა კი არასწორი პასუხი გასცა.

გამოკითხულთა 68 პროცენტი პარლამენტის წევრისგან ელის იმის გაკეთებას, რასაც პარტია ეტყვის. კვლევის მონაწილეთა 61 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ დეპუტატი მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავს. ამომრჩეველთა ინტერსების დაცვას პარლამენტის წევრისგან გამოკითხულთა მხოლოდ 24 პროცენტი ელის.

გამოკითხვა 2016 წლის 23 თებერვლიდან – 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%.

banner
წინა სტატიაშიზვიად ძიძიგური – ვფიქრობ, მასობრივ სკლეროზთან გვაქვს საქმე
შემდეგი სტატიასერგო რატიანი განცხადებას ავრცელებს