გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აშშ-სთან ურთიერთობას ყველაზე კარგად “ნაციონალური მოძრაობა” გაუმკლავდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას ყველაზე კარგად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გაუმკლავდება.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 56% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან უფრო ახლო ურთიერთობა სასარგებლო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის. 19 % აცხადებს, რომ ეკონომიკისთვის სასარგებლო არ იქნება, ხოლო 17 % მიიჩნევს, რომ ამერიკასთან უფრო ახლო ურთიერთობა საქართველოს ეკონომიკისთვის სასარგებლო არ იქნება.
კითხვაზე, თქვენი აზრით, ყველაზე კარგად, რომელი პოლიტიკური პარტია გაუმკლავდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, გამოკითხულთა 15% აცხადებს, რომ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, 22% აცხადებს, რომ – “ნაციონალური მოძრაობა”, 8% – “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები” და 1 % აცხადებს, რომ “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”.
NDI-ის გამოკითხვა 17 ნოემბრიდან 7 დეკემბერის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობაში პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე 1 881 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლიუს-მინუს 1,8%-ია.

banner
წინა სტატიაში,,ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და ბუნდოვანია NDI-ის მეთოდოლოგია და მიზნები”
შემდეგი სტატია,,პუტინი ნამდვილად საიმედო პარტნიორია”- რა გზავნილი ჩამოიტანა ბურჯანაძემ რუსეთიდან