გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას აფასებს

NDI-ის გამოკითხვებით, სამინისტორების საქმიანობის შეფასებაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 35% ჯანდაცვის სამინისტროს აქვს, ხოლო ყველაზე დაბალი ფინანსთა სამინისტროს – 5%.

იუსტიციის სამინისტროს საქმიანობას დადებითად აფასებს 24%, მას მოსდევს 21%-ით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო 17%-ით. თავდაცვის სამინისტრო 16%-ით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 15%-ით. გამოკითხულთა 13% დადებითად აფასებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას. 12%-ის მოწონება დაიმსახურა იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოვილტა სამინისტრომ, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრომ. 11% აფასებს დადებითად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობას, ხოლო 7% ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძის პარტია NDI-ს კვლევებს უნდობლობას უცხადებს
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაურს პარლამენტი არც მიმდინარე კვირას მოუსმენს