გამოკითხულთა 84 პროცენტისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია – NDI

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს მიესალმება.

კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი შედეგბი ასე გადანაწილდა: გამოკითხულთა 84%ისთვის მისაღებია, 11% ისთვის კი მიუღებელია, ხოლო 5 %-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ​წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2,493 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა.

banner
წინა სტატიაში29%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში ყველაზე მეტად ნატო-ში გაწევრიანება დაეხმარება- NDI კვლევა
შემდეგი სტატია42% საბჭოთა კავშირის დაშლას უარყოფით მოვლენად აფასებს- NDI კვლევა