გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლისას ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა

როვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა, 22% კი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ აქციის დასაშლელად სათანადო ძალა გამოიყენა.

ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 43% ფიქრობს, რომ ივნისის აქციის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, 14% მიიჩნევს, რომ მოვლენებზე ყველა ერთნაირად არის პასუხისმგებელი. გამოკითხულთა 9% გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ხედავს, 8% მიიჩნევს, რომ 20 ივნისის მოვლენებზე „ნაციონალური მოძრაობაა“ პასუხისმგებელი.

banner
წინა სტატიაშიხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს: 20% “ოცნება”, 9% ენმ, 4% “ევროპული საქართველო”, 26%-მა არ იცის – NDI -ის კვლევა
შემდეგი სტატიაNDI – მოსახლეობის 34% აზრით, რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვა საქართველოზე ცუდად აისახება