გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

კითხვაზე – რომელი ქვეყანა წარმოადგენს დიდ საფრთხეს საქართველოსთვის, გამოკითხულთა 6% თურქეთს, ხოლო 5% ამერიკის შეერთებულ შტატებს ასახელებს.

რაც შეეხება კითხვას – რომელი დაეხმარება ყველაზე მეტად საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას, გამოკითხული მოსახლეობის 29% მიიჩნევს, რომ ნატო-ში გაწევრიანება, 16% – თავდაცვის გაძლიერება, 11% – ევროკავშირი, ხოლო 7% – აშშ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს.

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 2 493 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა.

banner
წინა სტატიაშიNDI-ის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა 35% მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ აშშ უზრუნველყოფს-NDI