გამოკითხულთა 61% საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ემხრობა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდეს, გამოკითხულთა 61% პასუხობს, რომ მისაღებია.

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 25%-სთვის ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება მიუღებელია.

კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბერიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, 3,141 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida)აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.

banner
წინა სტატიაშიNDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 36%-სთვის საქართველო საერთოდ არ იცვლება
შემდეგი სტატიაფინანსთა მინისტრის მოადგილე მოქალაქეებს სესხების „გალარების“ პროგრამაში მონაწილეობას ურჩევს