გამოკითხულთა 61%-ის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება – IPSOS-ის კვლევა

“მათვარი არხის” დაკვეთით ჩატარებული IPSOS-ის ახალი კვლევის მიხედვით, კითხვაზე – როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო? გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ – არასწორი.

სწორი – 27%
არასწორი – 61%
შეგახსენებთ, ფრანგულმა კომპანია IPSOS – მა “მთავარი არხის” დაკვეთით არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, რიგით მესამე კვლევა ჩაატარა.

წინა ორი კვლევის შედეგები იგივე კითხვაზე ასეთი იყო:

4 ოქტომბერს გასაჯაროვებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62% ფიქრობდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა, 28% კი პირიქით.

20 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად კი, შეკითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო? გამოკითხულთა 64% თვლიდა, რომ არასწორი, ხოლო 26% – სწორი.

“მთავარი არხის” დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 8 – 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში “არჩევნები 2020”.

banner
წინა სტატიაშიპრო-დასავლური ოპოზიციის საპარლამენტო მანდატები, “ოცნებისას” აღემატება – IPSOS-ის კვლევა
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა 59% ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოა- IPSOS-ის კვლევა