გამოკითხულთა 49 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – NDI-ის კვლევა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის თანახმად, 30 პროცენტს მიაჩნია, რომ არ იცვლება, გამოკითხულთა მხოლოდ 18 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა და CRRC–საქართველომ კვევლა ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. 2,131 ადამიანთა, შერჩევის საფუძველზე ინტერვიუ პირისპირ შედგა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ეკონომიკასთან, ჯანდაცვასთან, ქალების პოლიტიკურ მონაწილეობასთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული მიგნებები. კვლევის პოლიტიკური ნაწილი 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.

პრეზენტაცია სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიNDI – ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 48 პროცენტი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებს
შემდეგი სტატია“საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში იმყოფება