გამოკითხულთა 38%-მა არ იცის ვის მისცემდა ხმას ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 38%-მა არ იცის, თუ ვის მისცემდა ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს.
გამოკითხულთა 12%-მა კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, 6 % არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას.
გამოკითხულთა 6 % აცხადებს, რომ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ხმას, ”თავისუფალ დემოკრატებს” მისცემდა, 4 %- ”ლეიბორისტულ პარტიას, ხოლო ”პატრიოტთა ალიანსს” – 3%.
გამოკითხულთა 3 % კითხვაზე პასუხად სხვა პარტიებს ასახელებს, რომლებს შორისაც იგულისხმება ”ნინო ბურჯანაძე გაერთიანებული ოპოზიცია”, ”თავისუფალი საქართველო”, ”ახალი მემარჯვენეები”, ”გირჩი” და ”საქართველოს გზა”.
საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 – მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC ჩაატარა.

banner
წინა სტატიაშიNDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 20% ”ნაციონალურ მოძრაობას” ხმას არასდროს მისცემდა, 19% – ”ქართულ ოცნებას”
შემდეგი სტატიაკამპანია ეს შენ გეხებას წევრები სახალხო დამცველს ხვდებიან