გამოკითხულთა 35% მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ აშშ უზრუნველყოფს-NDI

“ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 35% მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს.

კვლევის მიხედვით, კითხვაზე გამოკითხულთა 12% პასუხობს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას უკეთ თავად საქართველო უზრუნველყოფს, 10% კი თვლის, რომ რუსეთი.

გამოკითხულთა 18% ფიქრობს, რომ არცერთი, ხოლო კითხვაზე პასუხი 17%-ს არ აქვს.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის კვლევა 7-28 აპრილის პერიოდს მოიცავს. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2,493 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/-2,7%-ია.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს
შემდეგი სტატია29%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში ყველაზე მეტად ნატო-ში გაწევრიანება დაეხმარება- NDI კვლევა