გამოკითხულთა 32%-სთვის გარეჯას საქმე ოპონენტების წინასაარჩევნო დევნაა – IPSOS

ფრანგულმა კომპანია IPSOS – მა “მთავარი არხის” დაკვეთით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კიდევ ერთი კვლევა ჩაატარა.

კითხვაზე, თქვენი აზრით, რას წარმოადგენს დავით გარეჯას საქმე? პასუხები ასე გადანაწილდა:

რეალური დანაშაულის გამოძიება – 13%
ოპონენტების წინასაარჩევნო დევნა – 32%
ორივე ერთად – 16%
არ ვიცი / უარი პასუხზე – 39%
“მთავარი არხის” დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 8 – 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

banner
წინა სტატიაშირომელი პარტიები სურს მოსახლეობას კოალიციურ მთავრობაში – IPSOS-ის ახალი კვლევა
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა 38%-ს არ სჯერა, რომ გარეჯის ტერიტორიების უკანონოდ გადაცემაში მიხეილ სააკაშვილი იყო ჩართული – IPSOS