გამოკითხულთა 28% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მთავრობა მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს.

კითხვაზე – რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ არსებული ხელისუფლება ახორციელებს თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს მონაცემები ასე გადანაწილდა:

სრულად ვეთანხმები – 8%

ნაწილობრივ ვეთანხმები 41%

ნაწილობრივ არ ვეთანხმები 20%

საერთოდ არ ვეთანხმები – 28%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში საქართველოს მასშტაბით. 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა 72% მიიჩნევს, რომ საქართველო საცხოვრებლად ახლა უკეთესი ადგილია, ვიდრე 15 წლის წინ – NDI
შემდეგი სტატიაNDI-ის მიერ გამოკითხულთა 79% “რუსთავი 2”-ის საქმეზე ინფორმირებულია