გამოკითხულთა 27 პროცენტი მიიჩნევს, რომ მზად არის ევროკავშირის წევრობისთვის

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 27 პროცენტი მიიჩნევს, რომ მზად არის ევროკავშირის წევრობისთვის.

ამასთან, გამოკითხულთა 59 პროცენტი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის, ხოლო 14-მა პროცენტმა არ იცის.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო მედიას 2019 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარადგენს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,927 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

banner
წინა სტატიაშიNDI : მთავრობის მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 77 პროცენტისთვის მისაღებია
შემდეგი სტატიაგურჯაანში 15 წლის ბიჭი დაჭრეს