გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება – NDI

NDI-ის საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, 35%-ის აზრით კი საქართველო საერთოდ არ იცვლება.

კითხვაზე როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, პასუხები ასე გადანაწილდა:

4%-ის აზრით, საქართველო ნამდვილად სწორად ვითარდება;

27%-ი ფიქრობს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება;

35%-ს მიაჩნია, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება;

20%-ის აზრით, საქართველო ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება;

11% კი მიიჩნევს, რომ საქართველო ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება.

NDI-ის საველე სამუშაოების თარიღები 2017 წლის 18 ივნისიდან – 9 ივლისის პერიოდს მოიცავს. კვლევის დროს სულ 2261 ადამიანი გამოკითხა.

banner
წინა სტატიაშიNDI-ის კვლევის მიხედვით, ქვეყნის მოსახელობის მთავარ პრობლემად სამუშაო ადგილები რჩება
შემდეგი სტატიამთავრობის საქმიანობას კარგად მხოლოდ 9% აფასებს – NDI