გამოკითხულთა 18%-ს მიაჩნია, რომ 2012 წლის არჩევნების პერიოდში უფრო მეტი ძალადობა იყო, ვიდრე 2016 წელს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, 2012 და 2016 წლების საპარლამენტო არჩევნებში ძალადობას ადგილი საერთოდ არ ჰქონია.

გამოკითხულთა 18%-ს მიაჩნია, რომ 2012 წლის არჩევნების პერიოდში უფრო მეტი ძალადობა იყო, ვიდრე 2016 წელს.

კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 12% მიიჩნევს, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ძალადობა უფრო მეტი იყო, ვიდრე 2012-ში, ხოლო გამოკითხულთა 46%-ის აზრით, ძალადობას ადგილი საერთოდ არ ჰქონია.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პოლიტიკური ნაწილს წარუდგენს.

კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
შემდეგი სტატიასაპოლიციო კონტროლის დროს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – 22, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის – 42 პირი დააკავეს