News from Israel -ის ცნობით, ისრაელის მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს მძევლების გათავისუფლებას – ღაზას სექტორში ომის სრული დასრულების სანაცვლოდ.
ისრაელის “ტელეარხ 12”-ის მიერ დაკვეთილი გამოკითხვის თანახმად:
გამოკითხულთა 74% მხარს უჭერს ერთიან შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ყველა ისრაელელი მძევლის ერთდროულად გათავისუფლებას და ღაზას სექტორში ომის სრულ დასრულებას.
გამოკითხულთა მხოლოდ 8% უჭერს მხარს ყატარში განხილულ შეთანხმების ვარიანტს – ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტას მძევლების ნაწილის გათავისუფლების სანაცვლოდ.
გამოკითხულთა 12% ომის დასრულების წინააღმდეგია.


















